15:13 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-11 15:34:23, 2668 ნახვა

საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, საქართველოში ლაბორატორიების მოცულობები მნიშვნელოვნად გაიზარდა

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, შემოდგომამდე საქართველოს ჯანდაცვის როგორც ჰოსპიტალურ, ასევე პირველად დონეზე არაერთი სამუშაო განხორციელდა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვნად გაიზარდა მოცულობები ლაბორატორიის მიმართულებით.

„დღეს დაფიქსირდა ბოლო 7 თვის მანძილზე კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებლი და ეს არის 87 ინფიცირებული. თუმცა, ჩვენ არაერთხელ ვსაუბრობდით იმასთან დაკავშირებით, რომ შემოდგომის დადგომასთან ერთად იყო იმის მოლოდინი, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზრდებოდა. ამას, რა თქმა უნდა, თან ახლდა ყველა იმ შეზღუდვების მოხსნა, რომელიც ასევე იყო შეთანხმებული როგორც ეპიდემიოლოგებთან, ასევე კლინიკურ ჯგუფთან და ეს იყო ჩვენთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იმისთვის, რომ მოგვეხდინა ეკონომიკისთვის გარკვეული საშუალებების მიცემა და ესეც ვთვლი, რომ იყო მნიშვნელოვანი. ჩვენ ამ პერიოდის განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი სამუშაო ჩავატარეთ და ისევე როგორც ჰოსპიტალურ სექტორში, ასევე პირველადი ჯანდაცვის დონეზე.

მნიშვნელოვნად გაიზარდა მოცულობები ლაბორატორიის მიმართულებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რათა ჩვენ მოვმზადებულიყავით უკვე შემოდგომისთვის და ზამთრის იმ პერიოდისთვის, როდესაც ჩვენ კიდევ ერთხელ ველოდებით ინფიცირებულების რაოდენობის ზრდას. სწორედ აქედან გამომდინარე იქნა მიღებული დღევანდელი გადაწყვეტილებები, ერთობლივად შეჯერებული და მოხდა სწავლის გადავადება მხოლოდ დიდ ქალაქებში. ეს დამყარებულია იმაზე, რომ დიდ ქალაქებში მობილობა არის ბევრად უფრო მაღალი და ასევე აქ ჩვენ გვაქვს ინტერნეტიზაციიდან გამომდინარე სწავლა დაიწყოს ჰიბრიდული მეთოდით, რათა შესაბამისად, არ მოხდეს სწავლის პროცესზე გარკვეული შეყოვნებები. ამასთან დაკავშირებით ჩვენ დამატებით ვმუშაობთ განათლების სამინისტროსთან“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
სიკორსკიმ გააკრიტიკა პოლონეთის რეაქცია „თეთრი არწივის ორდენის“ სკანდალზე
გახარია - ქვეყანაში ოპოზიციაში ყოფნა დღეს ფიზიკური უსაფრთხოების რისკს უკავშირდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics