|
2020-09-11 12:51:41, 2305 ნახვა
ეკონომიკა
„თეგეტა მოტორსმა“ გადაუდებელი დახმარების ცენტრის ავტოპარკს 100 000 ლარის ღირებულების საბურავები და საცხებ-საპოხ მასალები უსასყიდლოდ გადასცა
„თეგეტა მოტორსმა“ კოვიდ-19-თან ერთობლივი ბრძოლისა და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს უსასყიდლოდ 100 000 ლარის ღირებულების საბურავები და საცხებ-საპოხ მასალები გადასცა. აღნიშნულთან დაკავშირებით, „თეგეტა მოტორსმა“ ღონისძიება - „მადლობა მედიცინის სფეროში დასაქმებულებს“ - გამართა, რომელსაც გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ავთანდილ თალაკვაძე და კომპანია „თეგეტა მოტორსის“ მენეჯმენტი ესწრებოდნენ. „თეგეტა მოტორსმა“ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკი ფრანგული ბრენდის, „მიშლენის“ საბურავებითა და ამერიკული ბრენდის, „ექსონმობილის“ საცხებ-საპოხი მასალებით უზრუნველყო. „მიშლენი“ მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი და უძველესი საბურავების მწარმოებელი პრემიუმ კლასის ბრენდია, რომელიც ტექნოლოგიური ინოვაციებით, სიახლეებით, ხარისხითა და საიმედოობით გამოირჩევა. Exxonmobil კი ინდუსტრიის ლიდერია ნავთობპროდუქტებისა და საცხებ-საპოხი მასალების წარმოების მიმართულებით. კომპანია მოიპოვებს ბუნებრივ გაზსა და ნავთობს 6 კონტინენტზე. „კოვიდ-19-ის პრევენციული ღონისძიებების დაწყების დღიდან, საგანგებო სიტუაციების, კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი ბრძოლის პირველ ხაზზე იმყოფება. ჩვენთვის ნამდვილად მნიშვნელოვანია მსგავსი მხარდაჭერა და მადლობას ვუხდით „თეგეტა მოტორსს“ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის გამოჩენისთვის,“ - აღნიშნა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი მოსახლეობას სასწრაფო სამედიცინო დახმარების სერვისს მთელი ქვეყნის მასშტაბით აწვდის. მიმდინარე წელს, კომპანია „თეგეტა მოტორსმა“ ცენტრს ასევე გადასცა უახლესი სპეცაღჭურვილობა ზამთრის კურორტზე გათვლილი ევროსტანდარტების შესაბამისი ავტომობილისთვის. „თეგეტა მოტორსი“ პანდემიის დაწყების პირველი დღიდან აქტიურადაა ჩართული კოვიდ 19-თან ბრძოლაში. კომპანიამ პანდემიის პერიოდში პირველ საუნივერესიტეტო კლინიკას სამედიცინო ეკიპირება გადასცა. „თეგეტა მოტორსი“ საგანგებო მდგომარეობის დროს ლუგარის სახელობის ლაბორატორიის, რესპუბლიკური საავადმყოფოსა და ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალის გადაყვანას უზრუნველყოფდა. კომპანიამ ასევე კოვიდ 19-თან ბრძოლაში სახელმწიფოს მიერ შექმნილ ფონდში 200 000 ლარი ჩარიცხა.
გაერო: აშშ-ისრაელის საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან, ირანში 21 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს
ხაბაროვსკის მხარეში ბუჩას ხოცვა-ჟლეტაში მონაწილე გენერლის აფეთქების მცდელობა იყო
სარჯველაძე - ევროპის წამლის სააგენტომ უარი თქვა ელევიდისის პირობით რეგისტრაციაზეც
თიბისის ბიზნეს მობაილბანკს ინვოისების მართვის ფუნქციონალი დაემატა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)