|
2020-09-10 17:27:28, 3088 ნახვა
კომენტარი
ნათია თურნავამ ენერგეტიკის დარგის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის ენერგეტიკოსები დააჯილდოვა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ქართველ ენერგეტიკოსებს პროფესიული დღე მიულოცა და დარგში ხანგრძლივი, ნაყოფიერი მოღვაწეობისა და ელექტროენერგეტიკის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის ენერგეტიკოსები დააჯილდოვა. „მინდა მოგილოცოთ ეს შესანიშნავი დღე ყველას, იმ ადამიანებს, რომელთა შრომა, ცოდნა და თავდადება ნაბიჯ-ნაბიჯ ქმნიდა და ქმნის ქართული ენერგეტიკას", - განაცხადა ენერგეტიკის დღისადმი მიძღნილ ღონისძიებაზე ნათია თურნავამ. მინისტრის განცხადებით, ენერგეტიკა არის მიმართულება, რომელიც ეკონომიკურ სარგებელთან ერთად, მყარი საფუძველია ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა და ძლიერების. „ეს არის პრიორიტეტი, რომელიც მიზნად დაისახა ჩვენმა ხელისუფლებამ და დარწმუნებული ვარ, ყველასთვის ცნობილია ის რეფორმები თუ პროექტები, რომელსაც მთავრობა კერძო სექტორთად ერთად ახორციელებს ენერგეტიკის სფეროში. აქედან გამომდინარე, თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ ყველა ადამიანი, რომელიც პროფესიულად ჩართულია ენერგეტიკის დარგის მშენებლობაში, ასრულებს ისტორიულ ფუნქციას, რადგან ჩვენი ქვეყნის მომავალი, ჩვენი განვითარება და ინტეგრაცია გლობალურ ეკონომიკაში, სხვა მნიშვნელოვან მიმართულებებთან ერთად, გადის სწორედ ენერგეტიკაზე“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)