|
2020-09-10 17:24:55, 2792 ნახვა
კომენტარი
ნათია თურნავა: გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმა, რაც გაზრდის ჩვენი მოსახლეობის ელექტროენერგიითა და გაზით მომარაგების საიმედოობას
„2017 წელს საქართველო გახდა ევროპული ენერგეტიკული გაერთიანების ოჯახის წევრი, ამან დღის წესრიგში დააყენა ახალი გამოწვევები და ამოცანები, რომ ჩვენ არამარტო ძლიერ ენერგეტიკულ ბაზრად, არამედ ევროპულ ყაიდაზე, ევროპული სტრუქტურით და წესით ფუნქციონირებად ბაზრად გარდავიქმნათ“, - ამის შესახებ ნათია თურნავამ ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ამ თვალსაზრისით ბევრი სიახლეა - დაფუძნდა ენერგეტიკული ბირჟა, რომელიც ცივილიზებულ, გამჭვირვალე ბაზრის ელემენტებს გააძლიერებს ენერგეტიკაში, ასევე მირებულია ჩარჩო-კანონმდებლობის მთელი პაკეტი. „მივიღეთ განახლებული კანონი ენერგეტიკის შესახებ, ახალი კანონი ენერგოეფექტურობის შესახებ, მთელი რიგი კანონქვემდებარე აქტები და გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმა, როგორ განვავითაროთ თუნდაც საკანონმდებლო ჩარჩო, რაც, საბოლოო ჯამში, ზრდის ჩვენი მოსახლეობის ელექტროენერგიითა და გაზით მომარაგების საიმედოობას, ბაზრის გამჭვირვალობას და ინვესტორებისთვის უფრო მიმზიდველს ხდის ამ გარემოს, იმიტომ, რომ ეს იქნება განსაკუთრებით ევროპული, დასავლელი ინვესტორებისთვის ნაცნობი თამაშის წესები“ - განაცხადა ნათია თურნავამ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)