|
2020-09-10 17:03:40, 2632 ნახვა
კომენტარი
ნათია თურნავა: ბოლო წლის განმავლობაში გავხდით გლობალურ ენერგეტიკაში ისტორიული მოვლენის არა მარტო მომსწრე, არამედ მონაწილე
ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ნათია თურნავამ იმ გლობალურ ენერგეტიკულ პროექტებზეც ისაუბრა, რომელთა განვითარებაშიც საქართველოს მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია. „განმტკიცდა ჩვენი გეოპოლიტიკური როლი მასშტაბური რეგიონალური მილსადენების, გაზსადენების პროექტების თვალსაზრისით და აქაც, პრაქტიკულად, ამ რამდენიმე წლის განმავლობაში გავხდით ისტორიული მოვლენის არამარტო მომსწრე, არამედ მონაწილე“ – აღნიშნა მინისტრმა. მისი განმარტებით, გაზის სამხრეთის დერეფნის პროექტის ფარგლებში საქართველოს ტერიტორიაზე დასრულდა მეორე ეტაპი - „შაჰდენიზი 2," რომელმაც ჯერადობით გაზარდა ჩვენი სატრანზიტო მილსადენის გამტარუნარიანობა. „შარშან გაეშვა ამ დერეფნის აუცილებელი სეგმენტი - „ტანაპი - ტრანს-ანატოლური გაზსადენი" და ახლა სულ მალე დასრულდება ევროპული მონაკვეთი - ტრანსადრიატიკული ტაპი, რის შედეგადაც აღსრულდება მთავარი ამოცანა, რომ საქართველოს გავლით გაზი ევროპას მიეწოდებოდეს. ეს ნიშნავს უფრო მეტ უსაფრთხოებას, უფრო მეტ სტრატეგიულ მნიშვნელობას ჩვენი ქვეყნისთვის და მეტ სიკეთეს ჩვენი მოსახლეობისთვის, რადგან იზრდება ის სარგებელი, ის ქვოტა, რასაც ჩვენ ვიღებთ ჩვენი სტრატეგიული ფუნქციის აღსრულების პროცესში“, - განაცხადა მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)