04:37 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-10 16:19:16, 3243 ნახვა

რეგიონი
ქვეშის ციხემდე მისასვლელი გზის მოწყობის ისტორიული პროექტი დასრულდა

ბოლნისის მუნიციპალიტეტს კიდევ ერთი მოწესრიგებული ტურისტული ლოკაცია შეემატა. სოფელ ქვეშში, ქვეშის ციხემდე მისვლა დამთვალიერებლებს ახლა უკვე მოწესრიგებული გზით შეეძლებათ.

ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში ციხემდე მისასვლელი გზა სრულად მოეწყო. 100 გრძივ მეტრზე ასფალტის საფარი დაიგო, ხოლო 485 გრძივი მეტრი ადგილობრივი ბაზალტით მოიკირწყლა. ობიექტზე დამონტაჟდა გარე განათებები და რკინის მოაჯირები. პროექტის სრულმა ღირებულებამ 595 000 ლარი შეადგინა.

შესრულებულ სამუშაოებს ადგილზე ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან კონსტანტინე კორძაძესთან ერთად გაეცნო.

ისტორიული მნიშვნელობის პროექტი „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა“ და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა.

,,რამდენიმეთვიანი მუშაობის შემდეგ, ქვეშის ციხემდე მიმსასვლელი გზის მშენებლობა დასრულდა. ვიზიტორებს ისტორიულ ძეგლამდე მისვლა, ახალა უკვე კომფორტული ქვაფენილიანი გზით შეუძლიათ. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტი, ვინაიდან მოწესრიგებული საგზაო ინფრასტრუქტურა მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარებას აქტიურად შეუწყობს ხელს. ასევე მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ მასალად ადგილობრივი ბაზალტია გამოყენებული, რაც მუნიციპალიტეტში მოქმედ საწარმოებს უფრო მძლავრად მუშაობის საშუალებას აძლევს და ამით ადგილობრივი ეკონომიკაც ვითარდება.

საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და ამ კუთხით კიდევ არაერთი საინტერესო პროექტის განხორციელებას ვგეგმავთ”,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics