18:38 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-09 20:17:43, 3382 ნახვა

კომენტარი
თეა წულუკიანი - ერთი წლის წინ იუსტიციის სამინისტრომ ნაციონალები „რუსთავი 2“-დან განდევნა

„ერთი წლის წინ იუსტიციის სამინისტრომ ნაციონალები „რუსთავი 2“-დან განდევნა“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ნოტარიუსის პალატის გახსნაზე განაცხადა.

მან ასევე ისაუბრა ახალი ნოტარიუსთა პალატის მნიშვნელობასა და ფუნქციებზე.

„ჩვენ დღეს ძალიან დიდი დღე გვაქვს ნოტარიუსთა პალატაში, რადგან ვხსნით თბილისში ჯავახიშვილის ქუჩაზე  ნოტარიუსთა პალატას, რომელიც დღეიდან უკვე წერტილს დაუსვამს სადგურის მოედანზე სამთო ქიმიაში შეყუჟულ ნოტარიუსთა პალატის იმ ერთ ხანას, როდესაც ისინი იქ საქმიანობდნენ. სასწავლო ცენტრიც აქ იქნება. ის მოქალაქეები ვისაც სჭირდება კონსულტაცია აქ მობრძანდებიან და თანამედროვე სტანდარტების მომსახურებას მიიღებენ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ თბილისის ამ ისტრიული უბნის ძველი სახე შევინარჩუნეთ. ვიმუშავეთ მის გალამაზებაზე. და ნოტარიუსთა პალატა რომელიც არის მსოფლიოში ლათინური ნოტარიატის წევრი არცერთ სხვას ტოლს არ დაუდებს, შესაბამისად მოქალაქეები უფრო კარგად მიიღებენ მომსახურებას

ერთი წლის წინ იუსტიციის სამინისტრომ ნაციონალები „რუსთავი 2“-დან განდევნა, დასრულდა ნიკა გვარამიას და მიხელ სააკაშვილის მმართველობის ხანა, მათ სტრასბურგში საქმე წააგეს და „რუსთავი 2“ გადაეცა მის კანონიერ მფლობელს“ , - განაცხადა თეა წულუკიანმა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მიხეილ სააკაშვილი: არსაიდან გასვლას და არანაირ დემარშს არ ვაპირებ
ყაველაშვილმა აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარედ ზურაბ პატარაძის კანდიდატურა წარადგინა
პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე: ჩვენს ისტორიაში ბნელი იყო უცხო ძალების გამუდმებული მცდელობა „ჩახუტებით გავეგუდეთ“
სუს: თანხების მითვისება-გაფლანგვისთვის დაკავებულია „კოდორიჰესების“ დეპარტამენტის უფროსი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics