14:55 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-09 12:04:20, 4155 ნახვა

რეგიონი
ბათუმის იუსტიციის სახლი მუშაობას შენობის სრული დეზინფექციისა და სხვა პრევენციული ღონისძიებების დასრულების შემდეგ განაახლებს

ბათუმის იუსტიციის სახლი მუშაობას შენობის სრული დეზინფექციისა და სხვა პრევენციული ღონისძიებების დასრულების შემდეგ განაახლებს. 

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ იუსტიციის სახლის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, შენობაში მომუშავე 100-ზე მეტი თანამშრომლის ტესტირების პროცესი დღეს დასრულდება.

„პრევენციული ღონისძიებების გატარება 7 სექტემბერს, მას შემდეგ დაიწყო, რაც იუსტიციის სახლის თანამშრომელს კოვიდ ინფექცია დაუდასტურდა. იმავე დღეს დაიწყო და გრძელდება, როგორც მომსახურების სივრცეებისა და შეხვედრების ოთახების დეზინფექცია, ისე შენობის 17-ვე  სართულზე განთავსებული სხვადასხვა უწყების სამუშაო ფართების სპეციალური საშუალებებით დამუშავება.

ბათუმის იუსტიციის სახლის გასხნის გადაწყვეტილება  მას შემდეგ იქნება მიღებული, რაც უწყება სრულად განახორციელებს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ რეკომენდირებულ ყველა პრევენციულ ზომას და დარწმუნდება, რომ გარემო უსაფრთხოა, როგორც მომხმარებლებისათვის, ისე იუსტიციის სახლში დასაქმებული თანამშრომლებისათვის.

იუსტიციის სახლის ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სერვისების უსაფრთხო გარემოში მიწოდების პროცესი უმოკლეს ვადებში აღდგეს. სამუშაო რეჟიმის განახლების შესახებ, საზოგადოებას ინფორმაცია დამატებით მიეწოდება“, - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ემანუელ მაკრონმა ვოლოდიმირ ზელენსკის მასსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრის ორგანიზება შესთავაზა
საქართველოს რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელი დავით ფერაძე დააკავეს
საელჩო: დიდმა ბრიტანეთმა სანქციების ახალ პაკეტში შეიყვანა ხომალდი SILVAR, რომელიც წლის დასაწყისში საქართველოს პორტში იმყოფებოდა
„საქართველოს ბანკის“ წარმომადგენელმა NextGen Payments & RegTech Forum-ზე გამოცდილება გააზიარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics