04:38 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-08 18:20:44, 5284 ნახვა

რეგიონი
ქედის მერიაში ახალი სოციალური ქვეპროგრამა „სამკურნალო/გამჯანსაღებელი პროცედურების ჩატარების ხელშეწყობა“ ამოქმედდა

ქედის მერიაში ახალი სოციალური ქვეპროგრამა „სამკურნალო/გამჯანსაღებელი პროცედურების ჩატარების ხელშეწყობა“ ამოქმედდა.

მემორანდუმის საფუძვლეზე, ბენეფიციარები რომლებსაც აწუხებთ ოსტეოქონდროზი, გულსისხლძარღვთა, სასუნთქი გზების პრობლემები და სხვა ქრონიკული დაავადებები, სამკურნალო/გამაჯანსაღებელი პროცედურები სამცხე-ჯავახეთში არსებულ კურორტზე, სარეაბილიტაციო კომპლექს ,,მესხური კოშკში“ ჩაუტარდება, რომელიც გამოირჩევა სამკურნალო თვისებების მქონე წყლებით.

პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ სოციალურად დაუცველ, შშმ მქონე პირებს, მრავალშვილიან და 200 000 -მდე სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახებს.

პროგრამა თანადაფინანსებით ხორციელდება. 100 ლარიანი დღიური ვაუჩერიდან, რომელიც ითვალისწინებს სამჯერად კვებას, ექიმის მომსახურებას და ბალნეოლოგიურ პროცესურებს - 50 ლარს მომწოდებელი აფინანსებს, 25 ლარს ქედის მუნიციპალიტეტის მერია და ამდენივეს მოსარგებლე.

თუ გსურთ პროგრამით სარგებლობა უნდა მიმართოთ ქედის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურს, ან დატოვოთ განცხადება მერიის კანცელარიაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics