2020-09-08 09:41:19, 5506 ნახვა
მსოფლიო
ლუკაშენკოს რეჟიმმა ოპოზიციის ბოლო ლიდერი მარია კალესნიკოვა ქვეყნიდან გააძევა
ალექსანდრ ლუკაშენკომ ბელორუსში დარჩენილი ოპოზიციის ბოლო ლიდერი ქვეყნიდან გააძევა. მარია კალესნიკოვა, რომელიც გუშინ დილით მინსკის ცენტრიდან გაიტაცეს უკრაინაშია.
ოპოზიციის ლიდერის გატაცების შემდეგ გაიტაცეს, სააკორდინაციო საბჭოს წევრები ანტონ როდენკოვი და ივან კვარცოვი.
უკრაინის სასაზღვრო სამსახურის ცნობით, სამივე მათგანმა გამთენიისას საკუთარი ნებით ბელორუსი-უკრაინის საზღვარი გადაკვეთეს.
სააკორდინაციო საბჭოს სხვა წევრებმა მინსკის მილიციაში მარია კალესნიკოვას დაკარგვის შესახებ განცხადება შეიტანეს.
შეგახსენებთ, გუშინ დილით ოპოზიციონერი ეროვნულ სამხატვრო მუზეუმთან უცნობმა პირებმა მიკროავტობუსში ჩასვეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,