2020-09-07 14:32:10, 5978 ნახვა
მსოფლიო
ევროკავშირი სანქციების დაწესებას 31 ბელარუსი მაღალჩინოსნისთვის გეგმავს - სიაში ლუკაშენკო არ არის
ევროკავშირი სანქციების დაწესებას 31 ბელარუსი მაღალჩინოსნისთვის გეგმავს, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ აქვეყნებს.
მედიის ინფორმაციით, სიაში ალექსანდრე ლუკაშენკო არ არის. გამოცემა ასევე იუწყება, რომ შესაძლოა სია შეიცვალოს.
„ჩვენ თავდაპირველად 14 მაღალჩინოსანზე შევთანხმდით, მაგრამ ბევრმა ქვეყანამ მიიჩნია, რომ ეს საკმარისი არ იყო. ჩვენ კონსენსუსს კიდევ 17 ადამიანზე მივაღწიეთ. საქმე ეხება იმ მაღალჩინოსნები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან არჩევნებზე, ძალადობასა და დარბევაზე“,- განაცხადა ევროკავშირის ერთ-ერთმა დიპლომატმა.
სანქციების სიაზე ფორმალური შეთანხმება 21 სექტემბერს შედგება, მათ მიერ დაწესებული სანქციები კი, 22 სექტემბრიდან ამოქმედდება.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან