18:42 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-07 12:13:17, 4691 ნახვა

კომენტარი
ლუკა სირაძის ძმა - ვითხოვთ დანარჩენი მხარეების პასუხისმგებლობასაც

გარდაცვლილი მოზარდის, ლუკა სირაძის ძმის, ბექა სირაძის განცხადებით, ოჯახი საქმეში მონაწილე სხვა პირების პასუხისმგებლობასაც ითხოვს.

მისი თქმით, ამისთვის ბრძოლას გააგრძელებენ.

„ველოდებოდი, რომ მიუსჯიდნენ მაქსიმალურ ვადას 5 წელს, თუმცა მიუსაჯეს სამი წელი. რაც შეეხება გასაჩივრებას, გავივლი ადვოკატთან და პროკურორთან კონსულტაციას და თუ ისინი საჭიროდ ჩათვლიან, ამ შემთხვევაში გავასაჩივრებთ. თუმცა სამი წელი ცუდი არ არის, რადგან მარიანა ჩოლოიანის ადვოკატები ამტკიცებდნენ რომ ის იყო აბსოლუტურად უდანაშაულო. დანარჩენი მხარეების პასუხისმგებლობასაც ვითხოვთ. ჩვენ ამისთვის ბრძოლას გავაგრძელებთ”,- განაცხადა ბექა სირაძემ.

შეგახსენებთ, რომ 15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე მარიანა ჩოლოანს სასამართლომ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
მიხეილ სააკაშვილი: არსაიდან გასვლას და არანაირ დემარშს არ ვაპირებ
ყაველაშვილმა აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარედ ზურაბ პატარაძის კანდიდატურა წარადგინა
პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე: ჩვენს ისტორიაში ბნელი იყო უცხო ძალების გამუდმებული მცდელობა „ჩახუტებით გავეგუდეთ“
სუს: თანხების მითვისება-გაფლანგვისთვის დაკავებულია „კოდორიჰესების“ დეპარტამენტის უფროსი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics