17:44 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-06 12:20:29, 2575 ნახვა

საზოგადოება
ალექსიძის ქუჩაზე სკვერი რეაბილიტირდა

საბურთალოს რაიონში, ალექსიძის ქუჩა N1-ის მიმდებარედ არსებული სკვერი სრულად განახლდა.

პროექტის შედეგად, 3 900 კვადრატულ მეტრ ფართობზე  მოეწყო LED განათების ქსელი, საფეხმავლო ბილიკები, საპარკე სკამები. ასევე, სკვერში ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან დამზადებული ატრაქციონები განთავსდა და ტრენაჟორები დამონტაჟდა.

აღნიშნულ ტერიტორიაზე გამწვანების სამუშაოებიც ჩატარდა, დაირგო სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე, მოეწყო სარწყავი სისტემა და ჰიდროთესვის პრინციპით ბალახი დაითესა.

განახლებული სკვერი საბურთალოს რაიონის გამგებელმა, გაიოზ ვასაძემ საკრებულოს თავმჯდომარესთან, გიორგი ტყემალაძესთან ერთად დაათვალიერა.

„მიმდინარე წელს, პრიორიტეტული იყო საბურთალოს რაიონში არსებული ყველა დიდი სკვერის  მოწესრიგება და უკვე არაერთი სკვერი რეაბილიტირდა. მათ შორის, არის ალექსიძის ქუჩაზე არსებული დასასვენებელი სივრცე, სადაც მჭიდრო დასახლებაა და ასეთი სივრცეების ნაკლებობაა. ვფიქრობ,  ძალიან ლამაზი სკვერი გამოვიდა  და უკვე  კეთილმოწყობილი სკვერით მთელი უბანი ისარგებლებს“, - განაცხადა საბურთალოს გამგებელმა გაიოზ ვასაძემ.

სკვერის რეაბილიტაციისთვის საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან  399 596 ლარი დაიხარჯა. სამუშაოები კი, კომპანია  „გრინსერვისი+“ შეასრულა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics