|
2020-09-05 19:58:09, 3325 ნახვა
პოლიტიკა
პატრიოტთა ალიანსის ილორში ჩატანილი ხატი ტაძრიდან გამოიტანეს და ენგურთან დაასაწყობეს
"პატრიოტთა ალიანსის" მიერ ნაჩუქარი ხატი ოკუპირებულ აფხაზეთში ილორის წმინდა გიორგიდან გამოიტანეს და ენგურთან მიიტანეს. ხატი მიიტანეს ენგურის პუნქტზე და გადასცეს ოკუპირებული აფხაზეთის საოკუპაციო ხაზის დაცვას. ხატი იქვე განთავსებულ პუნქტრში დაასაწყობეს. ადგილობრივი ორგანიზაციის "არუაას" წარმომადგენლების და ოკუპირებული აფხაზეთის მართლმადიდებელი ე.წ. ეკლესიის წარმომადგენლებმა ორგანიზება გაუწიეს ხატის დაბრუნებას. მღვდელ ბესარიონ აპლიას დაჯგუფებამ, რომლის ეკლესიამაც ნაჩუქარ ხატთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რამდენიმე წლის წინ ავტოკეფალია გამოაცხადა. შეგახსენებთ, "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერებმა ირმა ინაშვილმა და გიორგი ლომიამ რამდენიმე დღის წინ აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ყოფნისას ილორის ეკლესიაში ხატი საჩუქრად მიიტანეს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)