2020-09-05 18:24:32, 6859 ნახვა
მსოფლიო
ყოფილი ევროკომისარის განცხადებით, საქართველომ კანონის უზენაესობის გზას გადაუხვია
ყოფილი ევროკომისარი და იტალიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, ფრანკო ფრატინი აცხადებს, რომ საქართველომ კანონის უზენაესობის გზას გადაუხვია.
ამის შესახებ სტატიას The Parliament Magazine ავრცელებს.
ფრატინი აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია ევროპარლამენტს მხედველობიდან არ გამორჩეს საქართველოს საკითხი კანონის უზენაესობის გაუარესების სფეროში.
გამოცემა წერს, რომ ყოფილი ევროკომისარი საქართველოში საერთაშორისო ინვესტორების მიმართ ვითარების გაუარესებაზეც საუბრობს და ყურადღებას ამახვილებს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის საკითხზე.
„მომდევნო საპარლამენტო არჩევნები ოქტომბერში არის დაგეგმილი. ვინ იქნება გარანტი, რომ მთავრობა არჩევნებამდე სატელეკომუნიკაციო კომპანიებზე არ დაამყარებს კონტროლს?“, - აცხადებს ფრატინი.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან