|
2020-09-05 14:10:09, 2568 ნახვა
პოლიტიკა
იოსებ ხახალეიშვილი: ქუთაისის აეროპორტი და ახალი ტერმინალი რეგულაციების მოხსნის შემდეგ აუცილებლად მიიღებს დიდი რაოდენობის ტურისტებს
ქუთაისის მერობის კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა ძელქვიანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან შეხვედრაზე ტურიზმის შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ქუთაისის აეროპორტი და ახალი ტერმინალი რეგულაციების მოხსნის შემდეგ აუცილებლად მიიღებს დიდი რაოდენობის ტურისტებს. "კორონავირუსის პანდემიის გამო ტურისტების მიღება შეჩერებულია, თუმცა შეზღუდვების მოხსნის შემდეგ ქუთაისი აუცილებლად გახდება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ევროპული ქვეყნებისათვის, რადგან პანდემიამდე პერიოდში უკვე იყო ძალიან დიდი ინტერესი ჩვენი ქალაქის მიმართ. სტატისტიკური მონაცემებით, ქუთაისს ყველაზე ხშირად სწორედ ევროპული ქვეყნებიდან სტუმრობდნენ. ქუთაისი თავისი ისტორიით, თავისი კულტურით, ყოველთვის იქნება აქტუალური და მნიშვნელოვანი ინტერესის მატარებელი უცხოელი ტურისტებისთვის", - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა. იოსებ ხახალეიშვილი ძელქვიანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას მაჟორიტარობის კანდიდატ ზაზა ლომინაძესთან და გუნდის სხვა წევრებთან ერათად შეხვდა. მერობის კანდიდატი ადგილობრივებს პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი მხეიძემ წარუდგინა. მერობის კანდიდატი დღესვე საარჩევნო შტაბის უფროსთან თემურ ნადირაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელიასთან ერთად პირველადი ჯანდაცვის ცენტრის მედიკოსებს შეხვდა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)