|
2020-09-04 15:34:53, 2592 ნახვა
პოლიტიკა
გია ვოლსკი NDI-ის განცხადებაზე - არჩევნებზე პროფესიონალური დაკვირვება დისტანციითაც შეიძლება
„პროფესიონალური დაკვირვება დისტანციითაც შეიძლება",- ასე გამოეხმაურა ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი „ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის" (NDI) განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ორგანიზაცია 2020 წლის არჩევნებზე საქართველოში საერთაშორისო დამკვირვებლებს არ გამოგზავნის. ვოლსკის განცხადებით, ოპოზიცია ყველანაირად შეეცდება საერთაშორისოს დამკვირვებლებს დეზინფორმაცია მიაწოდოს. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია რომ მოხდეს ინფორმაციის გაანალიზება, რათა მოხსენებებში არ გაიპაროს სიცრუე. „წინასაარჩევნო პერიოდში სხვა მიმართულება არ არსებობს. არსებობს მედია, წინასაარჩევნო კამპანია და ხელისუფლების მოქმედებები. სხვა დასაკვირვებელი არც არაფერი არ არის. ფაქტია, რომ მედიის თავისუფლების რეიტინგში საქართველო არის მოწინავე ადგილებზე მსოფლიოში, ისევე როგორც სხვა მიმართულებებით, რაც რეალურად ძალიან მძიმე მდგომარეობაში აყენებს ჩვენს ოპონენტებს. ყველაფერს შეეცდებიან, რათა დეზინფორმაცია მიაწოდონ ჩვენს უცხოელ პარტნიორებს. პროფესიონალური დაკვირვება დისტანციითაც შეიძლება, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ინფორმაცია გაანალიზდეს და სრულად იქნას გაფილტრული, რათა ჩვენი ოპონენტებისათვის ჩვეული სიცრუე არ გაიპაროს რომელიმე მოხსენებაში",-განაცხადა გია ვოლსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)