00:18 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-04 13:11:43, 2375 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი კანდელაკი - ის, რომ „მოღალატეთა ალიანსი“ „ქართული ოცნების“ ნაწილი და გაგრძელებაა, შეუმჩნეველი არ დარჩებათ პარტნიორებს

ევროპული საქართველოს წევრი, გიორგი კანდელაკი, ადამ კიზინგერის განცხადებას ეხმაურება.

კანდელაკის თქმით, ის ფაქტი, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ არის „ქართული ოცნების“ ნაწილი, სტრატეგიულ პარტნიორს შეუმჩნეველი არ დარჩება.

კანდელაკმა აღნიშნა, რომ გამოძიების დაწყებაზე უარის თქმით, რუსეთისა და პატრიოთა ალიანსის კავშირის შესახებ, ქართულმა ოცნებამ კიდევ ერთხელ დასვა ტოლობის ნიშანი საკუთარ თავსა და პატრიოტთა, სინამდვილეში კი, მოღალატეთა ალიანსს შორის.

„ის, რომ ე.წ პატრიოტთა და სინამდვილეში მოღალატეთა ალიანსი, არის ქართული ოცნების ნაწილი და გაგრძელება, ეს რათქმაუნდა, შეუმჩნეველი არ დარჩება არამარტო ჩვენ საზოგადოებას, არამედ ჩვენ პარტნიორებს და მათ შორის მთავარ სტრატეგიულ მოკავშირეს. ასევე არავის გამორჩება ფაქტი, რომ მიუხედავად ასეთი თვალშისაცემი მტკიცებებლებისა მოღალატეთა ალიანსის წინააღმდეგ, გამოძიების დაწყებაზე პროკურატურამ განაცხადა უარი, იმ პირობებში, როცა იმ ინსტრუქციებში, რომელიც მათ მიიღეს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან, ერთ-ერთი განყოფილების უფროსის სახელით, ის გზავნილები რაც მათ მოწოდებული აქვთ რუსეთისგან, ისინი ამას ნათლად ასრულებენ და ამჟღავნებენ ამას ჩვენ საჯარო სივრცეში. გამოძიების დაწყებაზე უარის თქმით კი ქათულმა ოცნებამ, კიდევ ერთხელ საჯაროდ დასვა ტოლობის ნიშანი საკუთარ თავსა და ამ პატრიოტთა, სინამდვილეში კი მოღალატეთა ალიანსს შორის", - განაცხადა კანდელაკმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics