|
2020-09-04 13:07:02, 2082 ნახვა
პოლიტიკა
სერგი კაპანაძე - თუ ვინმეს ჰქონდა ილუზია, რომ არჩევნები დამკვირვებლების გარეშე ჩაივლის, ასე არ იქნება
„ევროპული საქართველოს“ წევრის, სერგი კაპანაძის განცხადებით, თუ ვინმეს ჰქონდა ილუზია, რომ არჩევნები დამკვირვებლების გარეშე ჩაივლის, ეს ასე არ იქნება. მისივე თქმით, საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებლები როგორც NDI-დან, ასევე სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებიდანაც იქნებიან. „კარგი იქნებოდა ადგილზე მეტი დამკვირვებელი ყოფილიყო NDI-დან, თუმცა დამკვირვებლები გვეყოლება სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებიდან. შესაბამისად, თუ ვინმეს ჰქონდა იმის ილუზია ან ჯერ კიდევ აქვს, რომ ეს არჩევნები დამკვირვებლების გარეშე ჩაივლის, ეს ასე არ იქნება. NDI-სგან რაც მნიშვნელოვანია ისაა, რომ ის აპირებს წინასაარჩევნო პროცესზე დაკვირვებას. ყველა ის თემები, რაც აწუხებს საზოგადოებას და აწუხებს ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, იქნება ეს დაშინება, მოსყიდვა, სხვადასხვა ტიპის კანონდარღვევები ან კანონის არასათანადო შესრულება და ცალმხრივად შესრულება, ყველაფრის მონიტორინგს NDI მოახდენს“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)