|
2020-09-03 18:24:12, 2303 ნახვა
პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ ლიდერები ძამას ხეობაში გზის სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნენ
ძამას ხეობაში აქტიურად მიმდინარეობს ადგილობრივი მნიშვნელობის, ყინწვისი-გვერძინეთი-ტყემლოვანის 16 კმ-მდე საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის დასრულებაც სექტემბრის ბოლოს იგეგმება, - სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალური მდივანი კახა კალაძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და ხაშური-ქარელის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაზა დუგლაძე. მდინარე ძამაზე ახალი სახიდე გადასასვლელი, საყრდენი კედლები და სხვა შესაბამისი ინფრასტრუქტურა შენდება. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 14,5 მილიონი ლარია. სამუშაოებზე დასაქმებულია 100-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, ადგილობრივი მცხოვრებლები. „ქართული ოცნების" ლიდერებმა ხაზი გაუსვეს პროექტის მნიშვნელობას და აღნიშნეს, რომ როგორც სახელმწიფოებრივი, ისე ადგილობრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება, რაც ადგილობრივების დასაქმებას და მათი ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)