18:25 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-03 15:33:02, 5203 ნახვა

კომენტარი
კობახიძე - რუსეთს არ ახარებს საქართველოს წარმატება და ამის შედეგია, რა თქმა უნდა, დეზინფორმაციების გავრცელებაც

„რუსეთს არ ახარებს საქართველოს წარმატება და ამის შედეგია, რა თქმა უნდა, დეზინფორმაციების გავრცელებაც“ , - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის ბრძოლის ერთ-ერთი იარაღი დეზინფორმაციაა, რომელსაც აქტიურად იყენებს.

„რაც შეეხება რუსი დეპუტატის განცხადებას, არასერიოზულია და შესაბამისად, ამაზე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ. ფაქტი, ბუნებრივია, საჭიროებს გამოძიებას და იმედი გვაქვს, იქნება სათანადოდ გამოძიებული. რაც შეეხება,ზოგადად, რუსეთის ქმედებებს, ამასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია არის ცალსახა და ეს ყველასთვის ცნობილია. რუსეთს არ ახარებს საქართველოს წარმატება და ამის შედეგია, რა თქმა უნდა, ეს განცხადებები. სამწუხაროდ, რუსეთისთვის დეზინფორმაცია არის ბრძოლის ერთ-ერთი იარაღი. ბუნებრივია, ამ დეზინფორმაციას ჩვენ დავუპირისპირებთ სიმართლეს და სწორ ინფორმაციას”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის დუმის დეპუტატმა განაცხადა, რომ ქიმიური ნივთიერება, რომელითაც ნავალნი არის მოწამლული, საქართველოში აშშ-ს დაკვეთით მზადდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მიხეილ სააკაშვილი: არსაიდან გასვლას და არანაირ დემარშს არ ვაპირებ
ყაველაშვილმა აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარედ ზურაბ პატარაძის კანდიდატურა წარადგინა
პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე: ჩვენს ისტორიაში ბნელი იყო უცხო ძალების გამუდმებული მცდელობა „ჩახუტებით გავეგუდეთ“
სუს: თანხების მითვისება-გაფლანგვისთვის დაკავებულია „კოდორიჰესების“ დეპარტამენტის უფროსი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics