18:55 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-03 11:54:37, 2029 ნახვა

საზოგადოება
პრემიერი - პროგრამამ „იმუშავე საქართველოდან“ მოლოდინს გადააჭარბა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 200-ზე მეტი ადამიანია დაინტერესებული

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, პროგრამამ „იმუშავე საქართველოდან“ მოლოდინს გადააჭარბა და ამ დროისთვის, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, 200-ზე მეტი ადამიანია დაინტერესებული.

მთავრობის მეთაურმა ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას დაავალა, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილოს ამ პროგრამაზე.

„იმუშავე საქართველოდან“ ეს იყო ტურიზმის სააგენტოს ინიციატივა, რომელსაც ბევრი ჩვენგანი რატომღაც სკეპტიკურად უყურებდა. არსი მდგომარეობს იმაში, რომ იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო არის ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანა ვირუსის მართვის თვალსაზრისით, ჩვენ შევთავაზეთ 95 ქვეყნის მოქალაქეებს მინიმუმ 180 დღის განმავლობაში საქართველოდან გაეგრძელებინათ შრომა და შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა. ჩვენ 200-ზე მეტი განაცხადი გვაქვს უკვე მიღებული მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის, დაწყებული ამერიკით და დამთავრებული სინგაპურით.

ტურიზმის სააგენტოს ვავალებთ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილონ ამ პროგრამაზე და კიდევ უფრო გააძლიერონ ამ პროგრამის შესაძლო ბენეფიტები, რომელიც შეიძლება ქართულ ეკონომიკას და პირველ რიგში საქართველოს, როგორც ვირუსისგან სუფთა, მწვანე ქვეყანას მოუტანოს“, - განცხადა გიორგი გახარიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics