|
2020-09-02 21:29:20, 2774 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე - პირდაპირ ვიტყვი, რომ ქართლზე გადის ფრონტის ხაზი
„პირდაპირ ვიტყვი, რომ ქართლზე გადის ფრონტის ხაზი“ , - ამის შესახებ თბილისი მერმა კახი კალაძემ განაცხადა. „პირველ რიგში, მინდა ყველას მადლობა მოგახსენოთ დღეს აქ მობრძანებისთვის. ჩემთვის პატივია, რომ დღეს თქვენს წინაშე გამოვდივარ საქართველოს გულში, შიდა ქართლში, საქართველოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ქალაქში, გორში. სწორედ აქ, ამ ქალაქმა გადაიტანა საკუთარ თავზე ყველაზე მძიმე დღეები, სწორედ ამ ადგილებში შეიქმნა გმირობის, ვაჟკაცობის, თავდადებისა და ერთგულების უამრავი ისტორია, რომელზეც ჩვენი შვილები, მომავალი თაობები აღიზრდებიან. პირდაპირ ვიტყვი, რომ ქართლზე გადის ფრონტის ხაზი. აქ გორში, ყველა იმ საერთო საქმეს, რაც ქვეყნის წინაშეა, ერთვის ის განსაკუთრებულობა, რომ თქვენ უყურებთ ომის დანატოვარს - სისხლზე და ცრემლზე გადახვეულ მავთულხლართს, ჩვენი მიწა-წყლის წაგლეჯილ ნაწილებს, ეს ქალაქი მებრძოლი და გმირი ქალაქია. თქვენ, გორის მაცხოვრებლებმა ყველაზე კარგად იცით, თუ რას ნიშნავს ოკუპაცია, ეს მოუშუშებელი იარა, რომელიც ყოველდღიურად გვახსენებს თავს. კარგად იცით, რა მძიმე შედეგები შეიძლება მოყვეს პოლიტიკოსების არასწორ ნაბიჯებს. თქვენ გახსოვთ, წინა ხელისუფლებამ, რომელიც წამოეგო რუსულ პროვოკაციას და საკუთარი დანაშაულების გამო ხალხისთვის პატიება ეთხოვა და სახლში წასულიყო, პირიქით, რეპრესიები გააძლიერა. „ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი სწორედ ადამიანზე ზრუნვა, ადამიანის პატივისცემა და ყოველგვარი ჩაგვრისა და უსამართლობის დასრულება გახდა ქვეყანაში, რაშიც თქვენი როლი და წვლილი არის ძალიან დიდი და ამისთვის მინდა, თითოეულ თქვენგანს, იმათაც, ვინც დღეს აქ ვერ შეძლო მოსვლა, მადლობა გადავუხადო. ამასთან ერთად, რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი მიზანი ოკუპირებული ტერიტორიების საბოლოო დეოკუპაციაა, რომელიც სწორი საგარეო პოლიტიკის წარმოებასთან ერთად, ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხის, ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და განვითარებას უკავშირდება. ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გამოსახლებულ მოსახლეობას განსაკუთრებული ზრუნვა ესაჭიროება და ამისთვის სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს. ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ თუ ღირსეული ცხოვრების პირობები და სიამაყე თუ არ ექნება შენს მოქალაქეს შენს ქვეყანაში, თუ საოკუპაციო ხაზს მიღმა მყოფმა ადამიანმა არ დაინახა, რომ სწორედ აქეთ არის სამართლიანობა, თავისუფლება, განვითარება და მშვიდობა, სხვანაირად გაგვიჭირდება ქვეყნის გამთლიანება. ამიტომ, ჩვენ, თქვენთან ერთად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საქართველო და მითუმეტეს ეს მხარე იყოს განვითარებული, ეკონომიკურად ძლიერი და მიმზიდველი ყველასთვის. ჩვენ ჩვენი ყოვედლღიურობით, ჩვენი ქმედებებით უნდა შევქმნათ წარმატებების ისტორია, უნდა შევქმნათ წარმატებული გლეხები, წარმატებული სოფლები, წარმატებული რაიონები, წარმატებული ქალაქები. ერთად საქართველოს წარმატებისთვის!“ , - განაცხადა კახა კალაძემ.
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)