2015-09-12 17:22:11, 586 ნახვა
საზოგადოება
ლაგოდეხის რაიონში სტიქიამ რამდენიმე სოფელი დააზარალა
ლაგოდეხის რაიონში სტიქიამ რამდენიმე სოფელი დააზარალა.
ძლიერი ქარისა და წვიმის შედეგად საცხოვრებელი სახლების სახურავები გადახდილია, ასევე დაზიანდა ელექტროსადენები, რის გამოც მოსახლეობის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
ძლიერ ქარს სეტყვაც ახლდა, რომელიც რამდენიმე წუთს გაგრძელდა და მოსახლეობას სასოფლო-სამურნეო სავარგულები დაუზიანა. მძიმე ვითარებაა სოფელ შრომაში, სადაც, ადგილობრივების თქმით, სიმინდის მოსავალი მთლიანად განადგურდა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან