2020-09-01 16:47:07, 3564 ნახვა
მსოფლიო
ტიხანოვსკაია - ქვეყანაში პირველ რიგში მოქალაქეთა მოთხოვნები უნდა დაკმაყოფილდეს
„ქვეყანაში პირველ რიგში მოქალაქეთა მოთხოვნები უნდა დაკმაყოფილდეს“ , - ამის შესახებ სვეტლანა ტიხანოვსკაიმ განაცხადა.
მან ასევე აღნიშნა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების ხელახლა ჩატარება არ არის საფინალო ნაბიჯი და ერთიანობა არჩევნების შემდეგაც უნდა შენარჩუნდეს.
„ჯერ უნდა დაკმაყოფილდეს მოქალაქეთა მოთხოვნა და შემდეგ კი რეფორმები, რომელთა გატარებაც მხოლოდ თავისუფალი არჩევნების შედეგად არის შესაძლებელი. ვფიქრობ, საპრეზიდენტო არჩევნების ხელახლა ჩატარების შემდეგ, უნდა შევინარჩუნოთ ერთიანობა და შევქმნათ ფართო საზოგადოებრივი მოძრაობა, რომელშიც ყველა დაინტერესებული პარტია და მოქალაქე შევა. ეს დაეხმარებოდა ჩვენს ქვეყანას განვითარებაში“, – განაცხადა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,