18:23 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-01 15:39:56, 5339 ნახვა

კომენტარი
ანრი ოხანაშვილი - „პატრიოტთა ალიანსთან“ არანაირ თანამშრომლობას არ განვიხილავთ, ეს ჩვენთვის წითელი ხაზია

„პატრიოტთა ალიანსთან" არანაირ თანამშრომლობას არ განვიხილავთ, ეს არის ჩვენთვის წითელი ხაზი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ანრი ოხანაშვილმა პარლამენტის პლენარულ სესიაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ არ ჭირდება ისეთი ინტერესის მატარებელი ჯგუფი, რომელიც სათანადოდ არ იცავს ქართულ ინტერესებს.

მისი თქმით, ის მიესალმება სახელმწიფო აუდიტის მიერ მოკვლევის დაწყებას „პატრიოტთა ალიანსის“ დაფინანსებასთან დაკავშირებით.

„მე მივესალმები სახელმწიფო აუდიტის მიერ მოკვლევის დაწყებას დაფინანსებასთან დაკავშირებით, ასევე გასარკვევია მათ ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში. ამ საკითხებს უნდა გაეცეს პასუხი. მე მქონდა მოლოდინი, რომ ბატონი გიორგი ლომია აქეთ იერიშზე კი არ გადმოვიდოდა და მიუღებელი ფორმით კოლეგების მიმართ შეურაცხყოფას კი არ დაიწყებდა, არამედ ახსნიდა პარლამენტის წევრები როგორ აღმოჩნდნენ კონკრეტულ ადგილას და რა მიზნით. ეს არის აუცილებლად გასარკვევი და ამას უნდა გაეცეს პასუხი. ასევე ბატონი ლომია რომ ამბობს იმას, რომ თურმე ისინი „ნაციონალურ მოძრაობასთან" მიმართებაში ძალიან ხისტი პოზიციით გამოირჩევიან, ხომ არ შევახსენოთ „პატრიოტთა ალიანსს" ის, რომ საქმე საქმეზე რომ მიდგა და ბატონი ნიკანორ მელიას უფლებამოსილების შეჩერების საკითხი განიხილებოდა, „პატრიოტთა ალიანსმა", რომელიც ერთი მხრივ ამბობდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა" უნდა გასამართლდეს, არ დაუჭირა მხარი „ნაციონალური მოძრაობის“ იმ წევრის უფლებამოსილების შეჩერებას, რომელიც აქ შტურმით შემოვარდნას და სახელმწიფო ინსტიტუციის აღებას ცდილობდა. ეს არის თქვენი თანამშრომლობა, ფაქტი და მოცემულობა“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.​





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მიხეილ სააკაშვილი: არსაიდან გასვლას და არანაირ დემარშს არ ვაპირებ
ყაველაშვილმა აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარედ ზურაბ პატარაძის კანდიდატურა წარადგინა
პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე: ჩვენს ისტორიაში ბნელი იყო უცხო ძალების გამუდმებული მცდელობა „ჩახუტებით გავეგუდეთ“
სუს: თანხების მითვისება-გაფლანგვისთვის დაკავებულია „კოდორიჰესების“ დეპარტამენტის უფროსი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics