23:00 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-01 15:34:41, 2283 ნახვა

პოლიტიკა
იონათამიშვილი სააკაშვილზე: ამ ადამიანს ბოდიშის მოხდის უფლება მხოლოდ მაშინ ექნება, როდესაც დაკისრებულ სასჯელს მოიხდის

„ქართული ოცნების" თავმჯდომარემ  რატი იონათამიშვილმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშივლს ბოდიშის მოხდის უფლება მხოლოდ მაშინ ექნება, როდესაც დაკისრებულ სასჯელს მოიხდის.

იონათამიშვილი სააკაშივლის ბოდიშს ფარისევლურს უწოდებს.

„რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ფარისევლურ ბოდიშის მოხდას - დიახ, ამ ადამიანს ბოდიშის მოხდის უფლება ექნებოდა მხოლოდ მაშინ, როდესაც სამი ინსტანციით მსჯავრდებული ადამიანი მოიხდიდა სასჯელს, გამოვიდოდა საპატიმროდან და მაშინ მოიხდიდა ბოდიშს მთლიანად საზოგადოების წინაშე და იმ ოჯახების წინაშე, რომლებიც გააუბედურა თავისი მტარვალი რეჟიმის დროს და არა მაშინ, როდესაც არჩევნებამდე არის დარჩენილი ორ თვეზე ნაკლები. ამიტომ არ არის ის გულწრფელი. ამიტომ იტყუება ის ამჯერადაც. და ეს არის ზუსტად იმის სახე და ნებისმიერი ადამიანი, ვინც მას მხარს დაუჭერს, ვინც მის „გაპრავებას" ეცდება, ავტომატურად იქნება მხარდამჭერი და თანამოაზრე მისი წარსულში ჩადენილი დანაშაულების, იმიტომ, რომ მომავალში მას დანაშაულის ჩადენის უფლებას და საშუალებას ჩვენ არ მივცემთ მას, გამოსწორების შანსი შეიძლება მივცეთ, როდესაც ის საბოლოო ჯამში ნამდვილად აღმოჩნდება ქართულ საპატიმროში, რადგანაც სამართლიანობა იმსახურებს ამას", - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics