|
2020-09-01 11:18:11, 2013 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე მოუწოდებს ოპოზიციურ პარტიებს, წინასაარჩევნო კამპანია „ქართული ოცნების“ მსგავსად, მაღალი პასუხისმგებლობით აწარმოონ
პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებს, „ქართული ოცნების“ მსგავსად, მაღალი პასუხისმგებლობით აწარმოონ წინასაარჩევნო კამპანია. ამის შესახებ მან „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ აქვს სტაბილურად მაღალი და ამასთან, მზარდი საარჩევნო რეიტინგი. „როგორც მოგეხსენებათ, დღეს ოფიციალურად დაიწყო საარჩევნო კამპანია. ჩვენი, როგორც მმართველი პარტიის პასუხისმგებლობაა, ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ არჩევნები ჩატარდეს თავისუფალ, სამართლიან და მშვიდ გარემოში. ამ ამოცანის განხორციელებას ხელს შეუწყობს ჩვენს მიერ რეფორმირებული საარჩევნო კოდექსი, რომელიც ეუთო-ოდირის რეკომენდაციების შესაბამისად თვისებრივად განახლდა და დაიხვეწა. „ქართული ოცნება“ საარჩევნო კამპანიას უკვე რამდენიმე კვირაა წარმართავს. ყველა თვალნათლივ ხედავს, რომ ჩვენი პარტია აგიტაციას აწარმოებს საუკეთესო ევროპული პრაქტიკის შესაბამისად. ჩვენი ლიდერები, კანდიდატები და აქტივისტები ამომრჩევლებს ქალაქებსა და სოფლებში ესაუბრებიან იმაზე, თუ როგორ ხედავენ რეგიონებისა და მთლიანად, ქვეყნის შემდგომ წინსვლასა და განვითარებას. როგორც ხედავთ, კამპანია წარიმართება სრულიად მშვიდ გარემოში. მოვუწოდებთ სხვა პოლიტიკურ პარტიებს, ასეთივე მაღალი პასუხისმგებლობით აწარმოონ თავიანთი წინასაარჩევნო კამპანია და „ქართული ოცნების" მსგავსად, თავიანთი წვლილი შეიტანონ თავისუფალი, სამართლიანი და მშვიდი საარჩევნო გარემოს უზრუნვეყოფაში. „ქართულ ოცნებას" აქვს სტაბილურად მაღალი და ამასთან, მზარდი საარჩევნო რეიტინგი, რაც გვაძლევს მტკიცე მოლოდინის საფუძველს, რომ საზოგადოების მხარდაჭერით, 31 ოქტომბერს ჩვენი პარტია კიდევ ერთხელ მიიღებს ძლიერ ნდობის მანდატს და შექმნის მყარ უმრავლესობას საქართველოს პარლამენტში. „ქართული ოცნების“ დამაჯერებელი გამარჯვება არის აუცილებელი პირობა საქართველოს შემდგომი წინსვლისა და წარმატებისთვის!“, - აღნიშნა კობახიძემ.
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)