|
2020-08-31 14:28:19, 2633 ნახვა
ეკონომიკა
35.7 მლნ ევრო საქართველოს ციფრული ტრანსფორმაციის მხარდასაჭერად
დღეს, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა ელექტრონულად მოაწერეს ხელი შეთანხმებას, რომლიც ითვალისწინებს 35.7 მლნ ევროს შეღავათიანი ფინანსური რესურსის გამოყოფას პროექტისთვის Log-in Georgia, რომლის მიზანია, მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის ხელმისაწვდომობის გაზრდა მთელი ქვეყნის მასშტაბით. პროექტი სამი კომპონენტისგან შედგება: • ფინანსურად ხელმისაწვდომ ფართოზოლოვან ინტერნეტთან წვდომის ზრდა; • მაღალსიჩქარიან ინტერნეტთან დაკავშირებული ციფრული სერვისების გამოყენების ხელშეწყობა; • პროექტის დანერგვის მხარდაჭერა. პროექტის განხორციელების შედეგად, ათასამდე დასახლებულ პუნქტში, მათ შორის, მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ ნახევარ მილიონ მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა, ისარგებლოს მაღალი ხარისხის ინტერნეტით და ისეთი სერვისებით, როგორებიცაა: ელექტრონული ჯანდაცვა, განათლება, მმართველობა და ა.შ. პროექტს კომუნიკაციების კომისიის მხარდაჭერით, ხუთი წლის განმავლობაში კომპანია Open Net-ი განახორციელებს. პროცესს ზედამხედველობას გაუწევს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. პროექტი Log-in Georgia საქართველოს მთავრობამ მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობით ფართოზოლოვანი ინტერნეტქსელების განვითარების 2020-2025 წლების ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში შეიმუშავა. სტრატეგიას 2020 წლის იანვარში, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მოაწერა ხელი. მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ პროექტისთვის 35.7 მლნ ევროს მოცულობის დაფინანსების გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება მიმდინარე წლის 28 აგვისტოს მიიღო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)