20:01 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-31 13:10:34, 2131 ნახვა

საზოგადოება
თამარ ბაჩალიაშვილის მამა - იმედგაცრუებული ვარ, უკვე 45 დღე გავიდა და ძალიან დაგვიანდა ექსპერტიზა

იმედგაცრუებული ვარ, უკვე 45 დღე გავიდა და ძალიან დაგვიანდა ექსპერტიზა, - ამის შესახებ თამარ ბაჩალიაშვილის მამამ, ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა რუსთავის პოლიციაში, მისი შვილის კუთვნილი ავტომობილის ექსპერტიზის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, ყველაფერი თვალწინაა - კვალის წაშლაც და ხელის დაფარებაც.

„ხომ ვხედავთ, მანამდე რაც ხდებოდა, ახლაც ვნახავთ როგორი ექსპერტიზა ჩატარდება, გავიგებთ ცოტა ხანში. იმედი არ მაქვს, იმედგაცრუებული ვარ ამაზეც, ავტომობილის აღმოჩენიდან 1 კვირაში უკვე ვითხოვდით ექსპერტიზას. ხომ ხედავთ, თვალწინ არის ყველაფერი - კვალის წაშლა, ხელის დაფარება და ამაზეც ძაან დიდი ეჭვი მეპარება უკვე. რა ხდება, რაშია საქმე? ძალიან დაგვიანდა ექსპერტიზა, 45 დღე გავიდა უკვე, დროს სპეციალურად წელავენ და ვის აფარებენ ხელს აზრზე არ ვარ“, - განაცხადა ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილს ექსპერტიზა უტარდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics