|
2020-08-31 12:45:03, 8245 ნახვა
სამხედრო
ავღანეთში ქართველი მშვიდობისმყოფელების დღე აღნიშნეს
ავღანეთში, I ქვეითი ბრიგადის მე-13 ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებმა მშვიდობისმყოფელების დღე აღნიშნეს. ღონისძიება ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მემორიალთან გაიმართა. ქართველმა და კოალიციური ჯარების სამხედრო მოსამსახურეებმა სამშვიდობო მისიებში დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს. ცერემონიალს ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს თავდაცვის ძალების უფროსი სამხედრო წარმომადგენელი, პოლკოვნიკი რობერტ არღვლიანი, ტაქტიკური დაჯგუფება „ჰამერის“ მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი გლებ მაკდონალდი და ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დისლოცირებული კოალიციური ძალების მოქმედი ქვედანაყოფების მეთაურები დაესწრნენ. ღონისძიებაზე შესრულდა საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ჰიმნები, რის შემდეგაც წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას. I ქვეითი ბრიგადის მე-13 ბატალიონის პირად შემადგენლობას სიტყვით საქართველოს თავდაცვის ძალების უფროსმა სამხედრო წარმომადგენელმა და ტაქტიკური დაჯგუფება „ჰამერის“ მეთაურმა მიმართეს. მათ პირად შემადგენლობას გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადეს და „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ წარმატებით შესრულება უსურვეს. ღონისძიების დასასრულს პოლკოვნიკმა რობერტ არღვლიანმა, ვიცე-პოლკოვნიკმა გლებ მაკდონალდმა, I ქვეითი ბრიგადის მე-13 ბატალიონის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ვლადიმერ ნათენაძემ და საზღვაო ქვეითების საქართველოს მეკავშირეთა ჯგუფის უფროსმა, ვიცე-პოლკოვნიკმა შონ ბრედლიმ ბატალიონის პირად შემადგენლობას სამახსოვრო და ფასიანი საჩუქრები გადასცეს.
რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის ახალი სანქციები გავლენას ახდენს საქართველოში არსებულ კრიპტოპლატფორმებზე
ბრალდება წარედგინა კაცს, რომელმაც მარნეულში ცოლი დაჭრა, დედაზე კი იძალადა
ოდესაში დაკავებულია პირი, რომელიც რუსულ რაკეტებსა და დრონებს სამიზნეებს უთითებდა
ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)