2020-08-31 11:57:51, 16332 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსეთში კორონავირუსის 4 993 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 83 ადამიანი გარდაიცვალა
რუსეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 4 993 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 83 ადამიანი გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით შექმნილ ოპერატიული შტაბის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ქვეყანაში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 995 319 -ს მიაღწია, ხოლო გარდაცვლილთა რიცხვი 17 176-მდე გაიზარდა.
ოფიციალური სტატისტიკით, რუსეთში კორონავირუსისგან 809 387 პაციენტი განიკურნა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა აშშ-ს, ბრაზილიისა და ინდოეთის შემდეგ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,