06:21 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-31 10:17:22, 6544 ნახვა

რეგიონი
„ქართული ოცნების“ ლიდერებმა ხულო-ზარზმის გზის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, „ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახა კალაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ანზორ ბოლქვაძე ხულო-ზარზმის გზის სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნენ.

ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს სამუშაოები 5 კმ-იან მონაკვეთზე, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, ხოლო 42 კმ-იან მონაკვეთზე, რომელსაც „ქუვეითის ფონდი" აფინანსებს, გამარჯვებული გამოვლენილია და სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება.

პროექტი სამ მონაკვეთადაა დაყოფილი და ჯამში რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია 47- კილომეტრიან გზას და 7 ხიდს ჩაუტარდება. დაიგება ორზოლიანი ასფალტ-ბეტონის საფარი.

„ქართული ოცნების" ლიდერების შეფასებით, ხულო-ზარზმის განახლებული გზა სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, რამდენადაც ის სამცხე-ჯავახეთის რეგიონს და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას უმოკლესი გზით დააკავშირებს. განახლებული გზით, ბათუმიდან ახალციხემდე მგზავრობის დრო 1.5 საათით შემცირდება. სარეაბილიტაციო მონაკვეთი დაბა ხულოდან იწყება, გაივლის გოდერძის უღელტეხილს და ადიგენის სოფელ ზარზმამდე მივა. პროექტის ბიუჯეტი 109.5 მლნ ლარია.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics