18:55 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-30 15:22:32, 5980 ნახვა

სამართალი
ბაჩალიაშვილების აქცია პროკურატურასთან- ოჯახი ფოტოების გამოქვეყნებას ითხოვს

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები გენერალურ პროკურატურასთან აქციას მართავენ. ოჯახი პროკურატურის მიერ სატელიტით გადაღებული ფოტოების გამოქვეყნებასა და საქმეში არსებული თვითმკვლელობის მუხლის ჯგუფურად განზრახ მკვლელობის მუხლად გადაკვალიფიცირებას ითხოვს.

ბაჩალიაშვილის ოჯახის განცხადებით, თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა აქციები პერმანენტულ სახეს მიიღებს, დღეს გამართულ აქცია კი ისინი გამაფრთხილებელს უწოდებენ.

"პირველ რიგში, დადონ სატელიტური სურათები, სადაც გამოჩნდება იდგა თუ არა მანქანა იქ, სადაც იდგა. მეორე, ამ სატელიტური სურათების საფუძველზე მოხდეს მუხლის გადაკვალიფიცირება მკვლელობის მუხლად და შემდგომ დასახელდეს ის მკვლელი, თუ მკვლელები, სავაურადოდ სამ მაღალჩინოსანზე როცაა საუბარი". – ამბობს თეონა თამაზაშვილი.

"მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, ოჯახის გამოსვლები პოლიტიკურ სახეს მიიღებს და სექტემბრის შუა რიცხვებიდან აქციებს განაახლებენ.პოლიტიკურში რომ გადაიზრდება ეს ყველაფერი, ყველას ვეღარ გააჩერებენ. მე ჩემი შვილის საფლავზე დავიფიცე, რომ არ მოვასვენებ და სანამ იქნებიან, მუდმივად დისკომფორტი შეექმნებათ. აუცილებლად ვაპირებთ აქციების გაგრძელებას სექტემბრის შუა რიცხვებიდან. დრონის ჩანაწერების ნახვას რა აზრი აქვს, როდესაც მოვითხოვე და უნდა ჰქონოდათ მაშინ არ გამოაჩინეს. ის მანქანა იქ არ იდგა, დრონის ჩანაწერები შემდგომში თავიდან ჩაწერეს, - განმარტავს თამაზაშვილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
არაბულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების გამო, ქართულ ოცნებას სასამართლოში უჩივლებენ
ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას პუტინისთვის ტრიბუნალის შექმნის შესახებ
რუხაძე: რა თქმა უნდა, კავშირშია იმედის გასხვისება და სანქცირება
ნავთობკომპანიებმა აღიარეს, რომ ხარჯების მიუხედავად წმინდა მოგება 2.5-3%-ს აღწევს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics