2015-09-11 19:28:15, 552 ნახვა
საზოგადოება
შსს არ ადასტურებს, რომ მეტროსადგურ "მარჯანიშვილის" მიმდებარე ტერიტორიაზე ევაკუაციაა გამოცხადებული
შინაგან საქმეთა სამინისტრო უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მეტროსადგურ "მარჯანიშვილის" მიმდებარე ტერიტორიაზე ევაკუაციაა გამოცხადებული.
როგორც "ექსპრესნიუსს" შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, 112-ში შევიდა შეტყობინება, რომლის გამოც აუცილებელი გახდა გზის გადაკეტვა, თუმცა შეტყობინება არ დადასტურდა და ამ დროისთვის გზა გახსნილია.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან