16:39 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-28 12:11:38, 7947 ნახვა

რეგიონი
კახეთის რეგიონში თხილის ახალი საწარმო გაიხსნა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტის მოადგილემ ხატია წილოსანმა, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორ, პიტერ ვიბლერთან ერთად ყვარლის რაიონში, სოფ. ენისელში  თხილის გამრჩევ-საშრობ-სასაწყობო საწარმო გახსნა.

საწარმოში  16 ადგილობრივია დასაქმებული და ყოველწლიურად, კახეთის რეგიონის   დაახლოებით 300 ფერმერს მოემსახურება.

„თხილის მიმღებ-გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმო ადგილობრივ ფერმერებს მოემსახურება და თხილის მწარმოებლებს შესაძლებლობას მისცემს, მაღალხარისხიანი პროდუქცია აწარმოონ. წლევანდელი წელი გამორჩეულად მნიშვნელოვანია, რადგან დაახლოებით 50 000 ტონა თხილის მოსავალს ველოდებით, რაც საექსპორტო მიმართულებით შესაძლებლობას მოგვცემს, გარკვეული თანხის გენერირება მოვახდინოთ ეკონომიკაში“, - განაცხადა ხატია წილოსანმა.

„საწარმოს შექმნაში კერძო სექტორის ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო. საწარმოში მოხდება ხარისხიანი თხილის წარმოება და შესაბამისად, გაიზრდება შემოსავლებიც. შემოსავლების ზრდას და ხარიახიანი პროდუქციის წარმოებას მივყავართ დასაქმების შესაძლებლობებთან. USAID ყოველთვის მზადაა, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და კერძო სექტორთან ერთად, ტექნიკური მხარდაჭერა გაუწიოს მსგავს ინიციატივებს“, - განაცხადა USAID - ის მისიის დირექტორმა, პიტერ ვიბლერმა.

საწარმო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს, კომპანია FERRERO-სა და „საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტის“ (G-HIP) (AgriGeorgia/Ferrero-ს, USAID- ისა და CNFA-ს ერთობლივი პროექტი) მხარდაჭერით აშენდა.

კახეთის რეგიონში თხილის გამრჩევ-საშრობ-სასაწყობე (HDS) საწარმოს არსებობა მნიშვნელოვანია თხილის ხარისხის შესანარჩუნებლად. აღნიშნული სერვისის არსებობა მცირე მწარმოებლებს საშუალებას აძლევს შეამცირონ მოსავლის აღების შემდგომი დანაკარგები და მიიღონ მაღალ ფასიანი პროდუქტი. საწარმოს საშრობის წარმადობა 1 000 ტონაა, ხოლო შენახვის - 500 ტონა.

შპს „აგრი მენეჯმენტი გრუფ ოფ ჯორჯია“-მ სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით ისარგლებლა და „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში ჯამურად, 1 მლნ ლარამდე ინვესტიცია მიიღო, აქედან, 370,000 ლარი გრანტია, ხოლო 300,000 ლარზე მეტი შეღავათიანი აგროკრედიტი.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დიდი შვიდეულის სამიტზე უკრაინის პრეზიდენტი ტრამპსა და რუბიოს შეხვდა
შსს-ს ახალი სამმართველოს საჩივრის საფუძველზე, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფის ფაქტზე, მოქალაქეს 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა
პაპუაშვილი: ახია საფრანგეთზე! როდესაც სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ერევი, მზად უნდა იყო იმისთვის, რომ შენც ასევე მოგეპყრობიან
მსოფლიო რაგბის მომავალი საქართველოში იკრიბება - 27 ივნისიდან ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი იწყება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics