|
2015-09-11 17:54:02, 1074 ნახვა
სამხედრო
„კრწანისში“ საარტილერიო მომზადების სკოლის უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსი დასრულდა
ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ საარტილერიო მომზადების სკოლის უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსი დასრულდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კურსის გამოშვების საზეიმო ცერემონიალი სასწავლო ცენტრის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. 14 არტილერისტს სასწავლო პროგრამის წარმატებით დასრულება საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალმა, პოლკოვნიკმა ლევან ბერიამ მიულოცეს. უმცროს ოფიცერთა საარტილერიო მომზადების კურსი 2 თებერვალს დაიწყო და დღეს დასრულდა. სასწავლო პროგრამის ფარგლებში სამხედრო მოსამსახურეებმა საარტილერიო ცეცხლის მართვის პროცედურები, საარტილერიო ბატარეის მართვა შეისწავლეს და შეიარაღებულ ძალებში არსებულ საარტილერიო შეიარაღებას პრაქტიკულად გაეცნენ. დღეიდან უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსის სამხედროები სხვადასხვა საარტილერიო ქვედანაყოფში გადანაწილდებიან და საქართველოს შეიარაღებული ძალების გააგრძელებენ მსახურს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)