|
2020-08-27 14:58:28, 4202 ნახვა
სამართალი
ანა დოლიძის საქმეზე გამოძიება სავარაუდოდ, მუქარის მუხლით დაიწყება
დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის დამოუკიდებელმა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ანა დოლიძემ ერთსაათიანი გამოკითხვის შემდეგ თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველო დატოვა. როგორც გამოკითხვიდან გამოსვლის შემდეგ ანა დოლიძემ განაცხადა, გამოძიებას მან დეტალურად მოახსენა წერეთლის გამზირი N105-ში მომხდარი ინციდენტის შესახებ და დაასახელა ის პირები, ვინც შესაძლოა გამოძიებას ჭეშმარიტების დადგენაში დაეხმაროს. დოლიძის თქმით, სამართალდამცველებმა დეპუტატობის კანდიდატს განუცხადეს, რომ მომხდართან დაკავშირებით, სავარაუდოდ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151 მუხლით (მუქარა) დაიწყება, რომლის კვალიფიკაცია გამოძიების პროცესში შესაძლოა შეიცვალოს. როგორც ცნობილია, 13 აგვისტოს, წერეთლის N105-ში საარჩევნო კამპანიის დროს ანა დოლიძეს, მის გუნდს და ამომრჩევლებს ადამიანების ჯგუფმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და იძულებით შეაწყვეტინეს საარჩევნო კამპანია. ამ თემასთან დაკავშირებით არსებობს ვიდეო ჩანაწერი, რომელსაც ანა დოლიძე გამოძიებას ხვალ, ხელახალი გამოკითხვისას წარუდგენს. „ეს ჯგუფი „ქართულ ოცნებასთან” პირდაპირ კავშირშია. გამომდინარე იქიდან, რომ ვერცერთ გამოძიებაზე მანამდე შედეგი ვერ ვნახე, სკეპტიკურად ვარ განწყობილი, რომ დადგება რაიმე შედეგი, თუმცა ჩვენი მოქალაქეობრივი ვალია ამ თავდასხმაზე კონკრეტული ინფორმაცია მივაწოდო აქაც და სადამკვირვებლო ორგანიზაციებსაც. ეს იყო ჩვენზე თავდასხმა. მოვარდა რამდენიმე ახალგაზრდა, თავს დაგვესხა მუქარით, გინებით და საშინელი შეურაცხყოფით“, - აღნიშნა ანა დოლიძემ პოლიციის სამმართველოში შესვლამდე.
არაბულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების გამო, ქართულ ოცნებას სასამართლოში უჩივლებენ
ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას პუტინისთვის ტრიბუნალის შექმნის შესახებ
რუხაძე: რა თქმა უნდა, კავშირშია იმედის გასხვისება და სანქცირება
ნავთობკომპანიებმა აღიარეს, რომ ხარჯების მიუხედავად წმინდა მოგება 2.5-3%-ს აღწევს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)