21:19 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-27 12:23:03, 1391 ნახვა

საზოგადოება
დადგინდა ახალი მიმართულება, ბუდაპეშტი, რომელიც მისცემს შესაძლებლობას ჩვენს სტუდენტებს, შეღავათიან ფასებში გადაფრინდნენ ევროპაში

დადგინდა ახალი მიმართულება, ეს გახლავთ ბუდაპეშტი, რომელიც განხორციელდება უახლოეს პერიოდში და რომელიც მისცემს შესაძლებლობას ჩვენს სტუდენტებს, შეღავათიან ფასებში გადაფრინდნენ ევროპაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა,  ბილეთის ღირებულება 199 ევროზე მეტი არ იქნება. მთავრობის მეთაურის თქმით, მოთხოვნის შესაბამისად, აღნიშნული პროგრამა გაგრძელდება.

„სასწავლო წელი იწყება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ უცხოეთშიც. ბევრი ჩვენი მოქალაქე, სხვადასხვა პროგრამებით სწავლობენ საზღვარგარეთ. ჩვენ უკვე ორი რეისი გავაკეთეთ გერმანიის მიმართულებით, 25 ივლისს და 11 აგვისტოს, თუმცა, მოთხოვნა შენარჩუნდა და დღეს  ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომ ახალგაზრდობის სააგენტოს შესაბამის სამინისტროებთან ერთად, ეფექტური მუშაობით, დადგინდა ახალი მიმართულება, ეს გახლავთ ბუდაპეშტი, რომელიც განხორციელდება უახლოეს პერიოდში და რომელიც მისცემს შესაძლებლობას ჩვენს სტუდენტებს, შეღავათიან ფასებში გადაფრინდნენ ევროპაში. ესენი არ იქნებიან მხოლოდ ის სტუდენტები, რომლებიც ბუდაპეშტში სწავლობენ, ეს იქნება მთლიანად ევროპის მიმართულებით და რა თქმა უნდა, აქ ბილეთის ღირებულება ვერ იქნება 199 ევროზე მეტი. მოთხოვნის შესაბამისად ჩვენ ამ პროგრამას გავაგრძელებთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
მზადება ახალი თავგადასავლისთვის - თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics