22:35 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-26 10:38:21, 1682 ნახვა

საზოგადოება
ბექას ქუჩაზე დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, სატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეიზღუდება

საბურთალოს რაიონში, ბექას ქუჩაზე დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, სატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეიზღუდება. 26 აგვისტოს, 00:00 საათიდან 27 აგვისტოს ჩათვლით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება შემდეგი მარშრუტების გათვალისწინებით:

N47 ავტობუსი ნუცუბიძის პირველი პლატოს მიმართულებით მოძრაობისას, პეკინის გამზირის ნაცვლად, შარტავას ქუჩის მიმართულებით გადაადგილდება. კალანდაძის ქუჩის დახმარებით, დაუკავშირდება პეკინის გამზირს, რომლის შემდეგაც, მიცკევიჩის ქუჩაზე გადაინაცვლებს და მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობს.

ავტობუსი N6 კანდელაკის ქუჩიდან შარტავას ქუჩის მიმართულებით გადაადგილდება, რომლის შემდეგაც, კალანდაძის ქუჩის დახმარებით, პეკინის გამზირს დაუკავშირდება და მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობს; ავტობუსი N58 ვაკის რაიონის მიმართულებით გადაადგილებისას, კოსტავას ქუჩიდან სააკაძის მოედნისკენ გადაინაცვლებს, ჭაბუკიანის ქუჩის საშუალებით, ცინცაძის ქუჩას დაუკავშირდება, რომლის შემდგომაც, მოძრაობას დადგენილი მარშრუტით შეძლებს.

რაც შეეხება N17 მიკროავტობუსს, ის შარტავას ქუჩის მიმართულებით მოძრაობას კანდელაკის ქუჩის საშუალებით შეძლებს. შემდგომ, კალადაძის ქუჩის გავლით, პეკინის გამზირს დაუკავშირდება და გადაადგილებას დადგენილი მარშრუტით შეძლებს.

მიკროავტობუსები N26 და N34 ჟვანიას მოედნიდან მოძრაობას შარტავას ქუჩის მიმართულებით განაგრძობს, რომლის შემდეგაც, კალანდაძის ქუჩით პეკინის გამზირს დაუკავშირდებიან.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
მზადება ახალი თავგადასავლისთვის - თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics