22:35 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-24 14:22:35, 1601 ნახვა

საზოგადოება
ილია მეორე - დიდია ჩვენი მწუხარება ხევსურეთში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო, გვინდა ყველა ოჯახს სამძიმარი გამოვუცხადოთ

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ხევსურეთში ავარიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.

როგორც საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ სამძიმარშია აღნიშნული, მიუხედავად მძიმე განსაცდელისა, დაღუპულთა ოჯახები უნუგეშობას არ უნდა მიეცნენ.

„დიდია ჩვენი მწუხარება ხევსურეთში, სოფელ ბისოსთან, ა.წ. 23 აგვისტოს მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო, რომელსაც 17 ადამიანი ემსხვერპლა და რომელმაც მთელი საქართველო შეძრა.

გვინდა ყველა ოჯახს გამოვუცხადოთ სამძიმარი და მიუხედავად ასეთი მძიმე განსაცდელისა, ვუთხრათ, რომ უნუგეშობას არ უნდა მიეცნენ.

ღმერთმა ყველა განგამტკიცოთ და მოგმადლოთ ურყევი რწმენა მარადიული ჭეშმარიტი ცხოვრებისა, რომლის მკვიდრნიც ჩვენი შვილები - ახლადგარდაცვალებულნი გუშინ გახდნენ.

აღვავლენთ ლოცვებს მათი უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს ისინი, ხოლო დაშავებულთ შეეწიოს და გადაარჩინოს“, - ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ სამძიმარში.

ცნობისთვის, 23 აგვისტოს, დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბისოს სიახლოვეს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 17 ადამიანი გარდაიცვალა, 3 კი მძიმედ დაშავდა. მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
მზადება ახალი თავგადასავლისთვის - თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics