|
2020-08-24 13:56:00, 2005 ნახვა
პოლიტიკა
ოპოზიცია ამომრჩევლების ხმების დასაცავად საერთო შტაბს ქმნის
გაერთიანებულმა ოპოზიციამ „თბილისი მარიოტში“ არჩევნებთან დაკავშირებით შექმნილ მემორანდუმს ხელი მოაწერა. მემორანდუმში საუბარია, როგორ უნდა დაიცვას ოპოზიციამ ამომრჩეველთა ხმები საპარლამენტო არჩევნებზე. როგორც „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა, პარტიების მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, შეიქმნას ამომრჩევლის ხმების დაცვის საერთო შტაბი. მისივე თქმით, შტაბის ხელმძღვანელი „საქართველოს ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე, პაატა დავითაია იქნება. „შტაბში იქნება წარმოდგენილი ყველა ოპოზიციური პარტია, რომელიც მონაწილეობს პროცესში და ეს იქნება ის სტრუქტურა, რომელიც შეიმუშავებს და ხელმძღვანელობას გაუწევს ყველა იმ ზომას, რომელიც თავიდან აგვარიდებს არჩევნების გაყალბებას და დაიცავს ამომრჩევლის ხმებს. შტაბი წარმოადგენს კონკრეტული ღონისძიებების ნუსხას, თუ რა უნდა გაკეთდეს ამომრჩევლის ხმების დასაცავად. შემიძლია უკვე გითხრათ ორი კონკრეტული ნაბიჯი. ერთი, ეს არის პარტიებს შორის საერთო მონაცემთა ბაზის შექმნა, სადაც არჩევნების დღეს აისახება ყველა დარღვევა და მეორე, ეს არის საერთო სამოქმედო საკოორდინაციო მექანიზმი, თუ როგორ რეაგირებას მოახდენენ პარტიები ამ ბაზაში ასახულ დარღვევებზე“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ. შეგახსენებთ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს, 120/30-ზე სისტემით ჩატარდება.
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)