|
2015-09-11 10:31:52, 858 ნახვა
სამართალი
პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა
თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები გაიზიარა და კანადის მოქალაქის კუთვნილი 75 000 აშშ დოლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, 3 პირი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით დამნაშავედ სცნო. ინფორმაციას საქართველოს მთავარი პროკურატურა ავრცელებს. "საქართველოს მთავარ პროკურატურას კანადის მოქალაქემ კურტის მარტინ მაკმილანმა მომართა და განაცხადა, რომ ელექტრონული ფოსტის გატეხვის შედეგად, მისივე კომპანიის ანგარიშიდან, უცხო პირების მიერ მოტყუებით, კანადიდან საქართველოში არსებული ერთ-ერთი კომპანიის ანგარიშზე გადარიცხა დიდი ოდენობით თანხა. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გამოძიება თაღლითობის ფაქტზე დაიწყო. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დაზარალებულს სრულად დაუბრუნა თაღლითობის შედეგად ბრალდებულების მიერ მისაკუთრებული თანხა; საქართველოს პროკურატურა არ დატოვებს სამართლებრივი რეაგირების გარეშე არც ერთ მსგავს ფაქტს და ყოველთვის უზრუნველყოფს, როგორც საქართველოს მოქალაქეების, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეების კანონიერი ინტერესების დაცვას",-აცხადებენ საქართველოს მთავარ პროკურტურაში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)