22:35 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-22 23:51:32, 1600 ნახვა

საზოგადოება
ქეთევან ბაკარაძე - მასში თითქოს მთელი აფხაზეთის ტკივილი იყო თავმოყრილი და მაინც უკან დაბრუნების იმედი იმ მიწაზე, სადაც გამოუთქმელი უბედურების გადატანა მოუხდა

მასში თითქოს მთელი აფხაზეთის ტკივილი იყო თავმოყრილი, ტკივილი და მაინც უკან დაბრუნების იმედი იმ მიწაზე, სადაც გამოუთქმელი უბედურების გადატანა მოუხდა, - ასე ეხმაურება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე აფხაზეთიდან დევნილი ნაირა კალანდია-გერგედავას გარდაცვალებას.

„ნაირა კალანდიას გარდაცვალება ისეთი ტკივილია ჩემთვის, რომელიც მართლა არ ვიცი როგორ გამოვხატო ახლა ისე, როგორც განვიცდი. ამ ქვეყნიდან ჩვენი მიწაწყლის ყველა შვილის წასვლა გვტკივა, გვენანება, ყველას თავისი სევდიანი ისტორია აქვს, მაგრამ ეს ქალბატონი ერთ-ერთი იყო იმათგან, ვინც იმ ავადსახსენებელი მოვლენების შემდეგ ცხოვრების გაგრძელება უკან დაბრუნების დაუცხრომელი სურვილით შეძლო, არ გაბოროტდა, ყველა ერთი საზომით არ გაზომა და მაინც მოკეთეს ეძებდა ყველგან.

17 წლის შვილი თვალწინ უწამეს, დაუხვრიტეს და შემდეგ ამ ისტორიის შემზარავი გაგრძელება ყველამ იცის... არ არის ალბათ, რთული, თუმცა არც მარტივია იმის გააზრება, რამხელა ტკივილით ცხოვრობდა აქამდე ქალბატონი ნაირა, და ბოლო პერიოდში, როცა მძიმე სენს ებრძოდა და მისი სიცოცხლის გადასარჩენად ვიბრძოდით, მისი განსაკუთრებულად თბილი მოკითხვები, მე დიდ სტიმულს მაძლევდა, სხვაგვარად მაფიქრებდა წარსულზეც, მომავალზეც და ეს საფიქრალი სულ ჩემთან დარჩება.

ვწუხვარ ძალიან, მთელი გულით ვუსამძიმრებ მის ოჯახს, ახლობლებს, ნაცნობებს, მეგობრებს, თითოეულ ჩვენგანს ამ იშვიათად მწარე ბედის ქალბატონის გარდაცვალებას, რადგან მასში თითქოს მთელი აფხაზეთის ტკივილი იყო თავმოყრილი, ტკივილი და მაინც უკან დაბრუნების იმედი იმ მიწაზე, სადაც გამოუთქმელი უბედურების გადატანა მოუხდა“ , - წერს ქეთევან ბაკარაძე სოციალურ ქსელში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
მზადება ახალი თავგადასავლისთვის - თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics