2020-08-21 18:51:23, 3598 ნახვა
მსოფლიო
ალექსანდერ მურახოვსკი - ნავალნი ომსკის საავადმყოფოში დარჩება მანამ, სანამ მისი მდგომარეობა არ დასტაბილურდება
„ნავალნი ომსკის საავადმყოფოში დარჩება მანამ, სანამ მისი მდგომარეობა არ დასტაბილურდება“ , - ამის შესახებ რუსეთში, ომსკის საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა, ალექსანდერ მურახოვსკიმ, განაცხადა.
განცხადებას ნავალნის სპიკერმა, კირა იარმიშიმ სოციალურ ქსელში უპასუხა.
„გერმანელმა ექიმებმა ნავალნის შემოწმების შემდეგ, დაასკვნეს, რომ მისი ტრანსპორტირება შესაძლებელია და გერმანელების თვითმფრინავში არსებული აპარატურა ბერლინში მის დაუყოვნებლივ უსაფრთხო გადაყვანას ხელს შეუწყობს“ , - განაცხადა კირა იარმიშიმ.
რუსი ოპოზიციონერის ოჯახსა და პირად ექიმის სურთ, რომ ნავალნი გერმანიაში გადაიყვანონ და პოლიტიკოსის მეუღლემ, იულია ნავალაიამ რუსეთის პრეზიდენტს წერილობით მიმართა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,