2015-09-11 09:49:29, 645 ნახვა
საზოგადოება
ერთი დოლარი დღეს 2.4014 ლარი ღირს
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი დღეს 2.4014 ლარი ღირს, გუშინ კი მისი შეძენა 2.3876 ლარად იყო შესაძლებელი.
კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0138 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევროს ღირებულება დღეს 2.6872 ლარია. გუშინ კი მისი ფასი 2.6622 ლარი იყო.
შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0250 ლარი შეადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან