|
2015-09-10 15:12:01, 596 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტმა ეროვნული ბანკიდან ზედამხედველობის ფუნქციის გამოყოფის შესახებ კანონპროექტს ხელი მოაწერა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „საქართველოს ეროვნული ბანკის“ შესახებ და მასთან დართულ 13 კანონპროექტს ხელი მოაწერა. „საქართველოს ეროვნული ბანკის“ შესახებ კანონპროექტი, რომელიც ეროვნული ბანკის შემადგენლობიდან საბანკო სფეროს ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფას ითვალისწინებს, უკვე ძალაშია. უკვე მოქმედი კანონის თანახმად, იქმნება საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო, ეროვნული ბანკის ფარგლებში მოქმედი საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კომიტეტი კი გაუქმდა. სააგენტო ერთადერთი სახელმწიფო ორგანო იქნება, რომელიც საფინანსო სექტორის საქმიანობაზე ზედამხედველობას განახორციელებს. სააგენტო იქნება დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც თავისი საქმიანობის განხორციელებისას არ დაექვემდებარება არც ერთ სხვა ორგანოს და თანამდებობის პირს. სააგენტოს უფროსი ანგარიშვალდებული იქნება სააგენტოს საბჭოს წინაშე. მისი მთავარი ამოცანაა, მომხმარებელთა და ინვესტორთა უფლებების დაცვა. სააგენტო წლის დასრულებიდან არაუგვიანეს 4 თვისა საქართველოს პარლამენტს წარუდგენს ყოველწლიურ ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ. სააგენტოს უფლება ექნება, დამოუკიდებლად შეასრულოს მისთვის დაკისრებული ფუნქციები, თავისი ფუნქციების შესასრულებლად დამოუკიდებლად შეიძინოს უძრავი და მოძრავი ქონება, დადოს ხელშეკრულებები, გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ. სააგენტოს უმაღლესი ორგანო იქნება სააგენტოს საბჭო, რომელიც 7 წევრისგან დაკომპლექტდება. სააგენტოს საბჭოს წევრები იქნებიან ევროვნული ბანკის პრეზიდენტი, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი, რომელსაც თავისი შემადგენლობიდან ნიშნავს ეროვნული ბანკის საბჭო, ხოლო დანარჩენი წევრები იქნებიან საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც იქნებიან კომპეტენტური ეკონომიკის, ფინანსების ან საბანკო საქმის დარგში. სააგენტოს საბჭოს 5 წევრს საქართველოს მთავრობის წარდგინებით ირჩევს საქართველოს პარლამენტი 7 წლის ვადით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. ერთი და იგივე პირი სააგენტოს საბჭოს წევრად შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. სააგენტოს უფროსს დაამტკიცებს საქართველოს პარლამენტი 7 წლის ვადით. პარლამენტს სააგენტოს უფროსის კანდიდატურას დასამტკიცებლად წარუდგენს სააგენტოს საბჭოს თავმჯდომარე ამ საბჭოსთან შეთანხმებით. სააგენტოს უფროსი საჯარო მოსამსახურე იქნება. პირი სააგენტოს უფროსად შეიძლება დაინიშნოს ზედიზედ ორჯერ, 7 წლის ინტერვალით. შეგახსენებთ, აღნიშნულ კანონპროექტს პრეზიდეტი არ ეთანხმებოდა და ვეტო დაადო. პარლამენტმა კი, პრეზიდენტის ვეტო ხმათა უმრავლესობით დაძლია.
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)