21:17 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-19 11:26:31, 1057 ნახვა

სამართალი
წითელ ხიდზე მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტებზე კვლავ გამკაცრებულია კონტროლის პროცედურები, როგორც საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლების, ასევე, საზღვარზე გადაადგილებული საქონლის  მიმართ.

აღნიშნული კონტროლის ფარგლებში, 17 აგვისტოს,  „წითელი ხიდის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის მ.ა.-ს მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომანქანის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული საქონელი, მათ შორის 33 ცალი სხვადასხვა დასახელებისა და მოდელის მობილური ტელეფონი აღმოაჩინეს. საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ, ჯამში, 22 849,90  ლარი შეადგინა.

საქმის მასალები  შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო ორი თვის მონაცემებით, ,,წითელი ხიდის“  საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, საზღვარი გადაკვეთა და საქართველოს ტერიტორიაზე შემოვიდა 21 000-ზე მეტი სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალება, ხოლო საქართველო დატოვა 22 000-ზე მეტმა საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელმა ავტომობილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
AI გენერირებული ტროლები დიუშენის სამკურნალო პრეპარატებზე რუსთავი 2-ის და ქალაქის მერის პოზიციებს იწონებენ
მომავლის აკადემია: TV იმედს ComCom-თან ისევ ვუჩივით, მოვითხოვთ პასუხისმგებლობის დაკისრებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics