02:51 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-10 13:38:49, 403 ნახვა

პოლიტიკა
ჩინეთი საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებებს დაიწყებს

საქართველო იქნება პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელთანაც ჩინეთი დაიწყებს მოლაპარაკებებს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ,– ამის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და ჩინეთის პრემიერ–მინისტრ ლი კეციანის შეხვედრაზე მიიღეს.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა  ურთიერთობების საკითხები  და ამ ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.  ხაზი  გაესვა ბოლო პერიოდში საქართველოსა და ჩინეთს  შორის თანამშრომლობის გააქტიურებას, რასაც საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ შეუწყო ხელი.

ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, მეგობრულ ურთიერთობებზე მეტყველებს  ქვეყნებს შორის გახშირებული ვიზიტების დინამიკაც.

შეხვედრაზე აღინიშნა ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობა.

მხარეებმა ისაუბრეს ისტორიული აბრეშუმის გზის აღდგენის ინიციატივაზე. საუბარი შეეხო  „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ მნიშვნელობას, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაარსდა. აღინიშნა, რომ  15-16 ოქტომბერს თბილისს ჩინეთიდან მაღალი რანგის სტუმრები ეწვევიან.

პრემიერ–მინისტრებმა აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის საქმიანობის შესახებ იმსჯელეს. გამოითქვა იმედი, რომ ბანკის დაფინანსებით არაერთი მსხვილი საინვესტიციო პროექტი განხორციელდება.

შეხვედრაზე ითქვა, რომ  იზრდება ჩინური კომპანიების მხრიდან საქართველოთი დაინტერესება. 

ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მჭიდრო ეკონომიკური  პარტნიორია. 2014 წელს საქართველო-ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვამ 28 პროცენტით მოიმატა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics