17:50 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-18 16:11:25, 1009 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი გახარია - „ქართული ოცნების“ გუნდის ყურადღების ცენტრში ყოველთვის იქნება ადამიანი

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, „ქართული ოცნების“ გუნდის  ყურადღების ცენტრში ყოველთვის იქნება ადამიანი.

მისივე თქმით, ბავშვებს ძლიერი განათლების სისტემა უნდა ჰქონდეთ, თუმცა განათლების რეფორმას წლები სჭირდება.

„ყველაფრის მიუხედავად, „ქართული ოცნების“ გუნდის ყურადღების ცენტრში ყოველთვის იქნება ადამიანი. ადამიანი, რომლის მსახურებაც საქართველოს სახელმწიფოსთვის უნდა იყოს ძირითადი მიზანი. ჩვენს ბავშვებს უნდა ჰქონდეს ძლიერი განათლების სისტემა და ამიტომ, ჩვენ კიდევ უფრო გავაძლიერებთ განათლების სისტემის რეფორმირების სისწრაფეს. თუმცა, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ განათლების რეფორმას დასჭირდება წლები.

ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ ჩვენს ღვაწლმოსილ მოხუცებზე, იმიტომ, რომ ისინი არიან ის ადამიანები, რომლებმაც შრომით წლები შესწირეს ჩვენს ქვეყანას და მათ უნდა შეეძლოთ, ღირსეულად იცხოვრონ და გაატარონ თავიანთი მოხუცებულობა და ჰქონდეთ შესაბამისი ჯანდაცვის სისტემა. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას ერთად უნდა გვქონდეს სამართლიანი პირობები იმისთვის, რომ ვიშრომოთ ისე, რომ ღირსეულად ვარჩინოთ ჩვენი ოჯახები“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics